ჩემი ლექსები

...
ის კაცია და იტვირთა ბევრი:
იყოს ცოლისთვის დასაყრდენი,
სტუმრისთვის- ჭერი,
შვილისთვის კარგი მაგალითი,
აკეთოს საქმე,
სიტყვა აწონოს თუკი ეთქმის,
ნუ ილაქლაქებს.
ჰქონდეს უნარი გაარჩიოს
  ცოდვა და მადლი,
ქალი უყვარდეს ,
მეგობრობის იცოდეს ყადრი,
გულით ატაროს მზე სიკეთის
ასე ვეება,
შეეძლოს ზოგჯერ პატიება
და მიტევება...
და თუ დაეცა,
თუ განგებამ ასე ინება
-გასვრილი მაინც არ კარგავდეს
თავის ღირსებას...
გაუძლოს უნდა ქარტეხილებს
თავზე დატეხილს,
საკუთარ თავსაც შეებრძოლოს
ხშირად თავის წილ,
კაცი ერქვას და დაამშვენოს
უნდა სახელი,
ჰყავდეს მოკეთე, მტერიც,
გული ჰქონდეს ნათელი,
მზე ეტეოდეს შიგ
და ღმერთის წმინდა სანთელიც!!!
                             (ნონა პაპიძე) 


ჩარჩო
თუ ვიღაც იბრძვის,
თუ ვიღაც ჩარჩობს
-ყველა პორტრეტის
იზომებს ჩარჩოს...
ბედი გემდურის,
თუ  გეფერება
-უნდა გაქაჩო,
რა გემღერება?!
-იცი არაა ასე ადვილი
ჩარჩოში მჯდომიც
იყო ნამდვილი,
აზრს ეძებდე
და გქონდეს ადგილი...
თავისუფლება სულს
მიეც სარჩოდ,
მაშინაც, როცა
გისაზღვრავს ჩარჩო
ცხოვრების საზღვრებს
და თითქოს გაღრჩობს
შიგ ჩაკეტილი
შენი  სურათი,
თავის მარცხით
და თავის ურათი,
დროც გეპარება
ფერთა გამაში,
გიგებს პარტიას
ქიშით, შამათით
და მეორდება
ისევ თამაში,
აქვე,კლდის პირას,
ჭვავის ყანაში...


1 комментарий:

  1. ძალიან საინტერესო პორტფოლიო გაქვთ, გისურვებთ წარმატებებს. <3<3




    ОтветитьУдалить