ვიდეო როგორც სასწავლო რესურსი- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ტრენინგის შესახებ:
●ტრენინგის დასახელება: ,,ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი“
●ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი
●ტრენინგის ჩატარების ადგილი: სსიპ გორის N7 საჯარო სკოლა.
●ტრენინგის ხანგრძივობა: 1 დღე (4 საათი).
ტრენერი- ქეთი ცერაძე
.მიზანი და დღის წესრიგი:
●მიზანი: გაეცნობიან სასწავლო პროცესში ვიზუალური მასალის
გამოყენების მეთოდოლოგიას, ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილების
თავისებურებებსა და სწორ მიდგომებს. შეისწავლიან ვიდეო - კლიპების მომზადებას
პროგრამა „Movie Maker“ - ის გამოყენებით, ასევე ვიდეოს განთავსებას სასწავლო
მეთოდური მასალების პორტალში.
●დღის წესრიგი:
●წარდგენა, გაცნობა და მონაწილეთა მოლოდინების განსაზღვრა - 20 წთ
●ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები და წესები,
საორგანიზაციო საკითხები - 10 წთ
●ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილის ზოგადი თავისებურებანი და მიდგომები
(დისკუსია) - 10 წთ
●რა ტიპის სასწავლო მასალა შეიძლება შეიქმნას პროგრამა Movie maker - ში. - 10წთ
●D - GP - IP - პროგრამა Movie Maker-ის ძირითადი ინსტრუმენტები, როგორ იქმნება
ვიდეო - კლიპი. - 45 წთ
●შესვენება - 20წთ
●ნასწავლი მასალის შეჯამება - 10წთ
●ვიდეო - კლიპისთვის შესაბამისი მასალის მოძიება ინტერნეტში - 15წთ
●პრაქტიკული ინდივიდუალური სამუშაო - 30წთ
●შესრულებული დავალებების პრეზენატაცია, ტრენერისა და აუდიტორიის უკუკავშირი
- 20 წთ.
●D – GP – IP - როგორ ხდება ვიდეო - მასალის ატვირთვა Youtube - ში, ინსტრუმენტების
გაცნობა - 30წთ
●გონებრივი იერიში “რა ვისწავლეთ? როგორ გამოვიყენებ შეძენილ კომპეტენციებს
საგაკვეთილო პროცესში?” - 10წთ
●ტრენინგის შეფასება - 10 წთ
მსვლელობა:
●წარდგენა და გაცნობა: ტრენერი ტრენინგის დაწყებისთანავე გაგვეცნო და ტრენინგის
თითოეულმა მონაწილემ მოკლედ წარმოადგინა საკუთარი თავი.
●ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები და
წესები, საორგანიზაციო საკითხები: ტრენერმა წარმოგვიდგინა პროგრამის
პრეზენტაცია:
მოკლედ გაგვაცნო დღის წესრიგი,
კომპიუტერებთან მუშაობის ფორმები და წესები, ასევე ვისაუბრეთ საორგანიზაციო
საკითხებზე და აქტივობებზე
●ისტ-თი გამდიდრებული გაკვეთილის ზოგადი თავისებურებანი და
მიდგომები: ტრენერმა ისაუბრა ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილის
თავისებურებებზე და შემდეგ დისკუსიაში ჩაგვრთო მონაწილეები: ,,რა უპირატესობა
აქვს ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილის ჩატარებას?“. გამოითქვა სხვადასხა
მოსაზრებები,
ვიზუალური მასალა ეხმარება მოსწავლეს
ინფორმაციის უკეთ აღქმაში და გაგებაში.
●რა ტიპის სასწავლო მასალა შეიძლება შეიქმნას პროგრამა Movie maker - ში.
ტრენერმა პროექტორის საშუალებით გვიჩვენა თავის მიერ შექმნილი ვიდეო - მასალა
● Movie Maker-ის ძირითადი ინსტრუმენტები, როგორ იქმნება
ვიდეო - კლიპი. განმარტა, რომ movie maker არის ვიდეო კლიპების
დამზადების უფასო პროგრამა
დაწვილებით აგვისხსნა და გვაჩვენა როგორ უნდა მოხდეს Micro Soft - ის
საიტიდან მისი გადმოწერა და დაინსტალირება. ამის შემდეგ გაგვაცნო პროგრამა movie
maker - ის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლის საშუალებითაც ხდება ვიდეო -
კლიპების შექმნა: მედია, აუდიო და ვიდეო ფაილების ჩასმა, სხვადასხვა ანიმაციური
ეფექტებით გაფორმება, სატიტულეე კადრების შექმნა, ვიდეო - ფაილების დაჭრა და
ერთმანეთზე გადაბმა, შექმნილი მასალის შენახვა დასრულებული პროექტის და
დასრულებული
●შესვენება: ტრენერმა გამოაცხადა 20 წუთიანი შესვენება.
●ვიდეო - კლიპისთვის შესაბამისი მასალის მოძიება ინტერნეტში ტრენერმა
მოგვცა დავალება, მოგვეძებნა ის მასალა ინტერნეტში, რომლის საშუალებითაც
მოვამზადებიდით ვიდეო კლიპს.
●პრაქტიკული ინდივიდუალური სამუშაო:
დავიწყეთ ინდივიდუალური დამოუკიდებელი
პრაქტიკული მუშაობა.
ტრენერმა გვთხოვა, მაქსიმალურად გამოგვეყენებენი ყველა ის
ინსტრუმენტი, რაც ვისწავლეთ.
● შესრულებული დავალებების პრეზენატაცია,
უკუკავშირი:
პრეზენტატორი მოკლედ მომოიხილავდა თავის ნამუშევარს, ხოლო შემდეგ
აუდიტორია და ტრენერი აჯამებდნენ წარმოდგენილ ნამუშევარს.
ტრენინგის მიწურულს მოხდა ნასწავლი მასალის
შეჯამება. თითოეულმა ჩვენთაგანმა აღნიშნა, გაკვეთილის რომელ ფაზაზე და როგორ
გამოიყენებდა ტრენინგზე ნასწავლ მასალას სასწავლო პროცესში.
●ტრენინგის შეფასება: ტრენერის შეკითხვაზე გაამართლა თუ არა ტრენინგმა მათი
მოლოდინი, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ტრენინგმა მოლოდინს გადააჭარბა.
მომეწონა პროგრამა Movie Maker და მისი შესაძლებლობები. ტრენინგში მონაწილეობამ მომცა
სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების, ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
აუცილებლად გამოვიყენებ სიახლეებს სასწავლო პროცესში.
გავამდიდრებ ჩემს გაკვეთილებს ვიდეო - მასალითაც.
კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას ტრენინგის
სახით და დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო
პროცესში ჩართულობაზე.
მასწავლებელთა სახლის მიერ განხორციელებული ტრენინგები შემდეგ საგნობრივ ჯგუფში
ქართული ენა და ლიტერატურა
პროფესიული უნარები
სახვითი და გამოყენებიტი ხელოვნება
გაკვეთილის დაგეგმვა და შეფასება
Комментариев нет:
Отправить комментарий