სამოდელო გაკვეთილები

გაკვეთილის გეგმა


















გაკვეთილის  მთავარი თემა
. წერეთელი- ბიოგრაფიული მონაცემები


სწავლების საფეხური


მასწავლებელი
დაწყებითი  საფეხური
კლასი მე-6

ნონა პაპიძე


მოსწავლეთა პროფილი
11 მოსწავლე
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

შეისწავლიან აკაკი წერეთლის ბიოგრაფიულ მონაცემებს, მის ღვაწლს.





გაკვეთილის მიზნები და შედეგები

ტექსტის კითხვა და ანალიზი.
კრიტიკული აზროვნების განვითარება.
მეტყველების განვითარება, ინფორმაციის მოპოვობა და გაზიარება.

პერსონაჟთა მართივი დახასიათება. კითხვის სტრატეგიების დაუფლება


წინასწარი ცოდნა

შეუძლიათ ლიტერატორული ტექსტის ანალიზი , ლოგიკური მსჯელობა, გმირიდ დახასიათება,
ზეპირი თხზულების შედგენა. ვარაუდების გამოთქმა.




შეფასების საგანი და პროცედურები


მოსწავლეებს ვაფასებ წინასწარ შედგენილი შეფასების ცხრილის მიიხედვით.
მოსწავლეები შეფასდებიან : სავარჯიშოებზე მუშაობა.ტექსტის ანალიზი,.გაკვეთილზე აქტიურობა- ჩართულობა.მსჯელობის ლოგიკური თანმიმდევრობა,არგუმენტირებული მსჯელობა.






სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები


სახელმძღვანელო,   აქტივობის რვეული,  ელ.პრეზენტაცია,
ფოტოალბომი, ცარცი,დაფა კომპიუტერი, თაბახის ფურცლები სამივე ჯგუფისთვის.



გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

სორგანიზაციო საკითხები-
აქტივობა1- საშინაო დავალების პრეზენტაცია--5  წთ.
გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა 
აქტივობა  2   -- 5წთ
გონებრივი იერიში
 დაფაზე დავწერ სიტყვას ,,აკაკი’’  და  მოსწავლეების კარნახით დავწერ ყველაფერს , რაც იციან აკაკი წერეთლის შესახებ.
აქტივობა 3 – 3წთ
ელ. პრეზენტაცია   ,,საქართველოს ბულბული’’
B ფაზა
აქტივობა 4-12წთ
ტექსტის კითხვა- კომენტირებული კითხვა. იწყებს მასწავლებელი,აგრძელებენ მოსწავლეები, კითხვისას აიხსნება უცხო სიტყვები.გზადაგზა გაკეთდება კომენტარები ტექსტის უკეთ გააზრებისთვის.
C  ფაზა
აქტივობა 5-13 წთ
მოსწავლეებს გავყოფ სამ ჯგუფად
სავარჯიშო-  სტრატეგია რა ვიცოდი, რა გავიგე, რისი გაგება მაინტერესებს.დავურიგებ ჯგუფებს ფორმატის ფურცლებზე წინასწარ გამზადებულ ცხრილებს, შეავსებენ ჯგუფურად.
აქტივობა  6-4წთ
კითხვებზე პასუხი
როგორია აკაკი წერეთლის   ღვაწლი ქართველი ერის წინაშე?
რატომ იცნობდა აკაკის მთელი საქარტველო მარტო სახელით?
რა აკავშირებდა ილია ჭავჭავაძესთან?
 რას ფიქრობთ,  როგორი პიროვნება იყო აკაკი?

აქტივობა 7—3წთ
შეფასება რუბრიკის  გამოყენებით
საშინაო დავალების მიცემა. ვიკიპედიაში მოიძიონ მასალა აკაკი წერეთლის ბიოგრაფისთან დაკავშირებით.






შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმების სკალა
დაბალი
1–2
საშუალოზე დაბალი
3–4
საშუალო
5–6
საშუალოზე მაღალი
7–8
მაღალი
 9–10
გამართული და სწორი მეტყველება
არ იცავს მართლმეტყველებისა  ელემენტარულ წესებს. უჭირს გამართული საუბარი
იცავს მართლმეტყველების ელემენტარლ წესებს,მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს
ცდილობს იმეტყველოს გამართულად, ცდილობს გამოიყენოს თხრობის დროს მართებული სინტაქსური კონსტრუქციები
გამართულად მეტყველებს, იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციეს
გამართულად მეტყველებს,აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს  ენობრივ გამომსახველობით საშუალებებს
სათქმელის ლოგიკურდ და ნათლად გადმოცემა
უჭირს სათქმელის გასაგებად გადმოცემა
სათქმელს გადმოგვცემს გასაგებად
ცდილობს სათქმელი გადმოგვცეს ლოგიკურად,საკითხს აშუქებს არათანამიმდევრულად
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად. საკითხს აშუქებს თანმიმდევრულად.


სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად. საკითხს აშუქებს ამომწურავად.
აქტიურობა-ჩართულობა
იყო პასიური
არ გამოირჩეოდა აქტიურობით
ნაკლებად იჩენდა ინტერესს. შიგადაშიგ ერთვებოდა მსჯელობაში

აქტიურობდა ჯგუფური მუშაობის შესრულებისას. ჩართული იყო  საგაკვეთილო პროცესში.




იყო ძალიან აქტიური  ყველა აქტივობის შესრულებისას.ლიდერობდა ჯგუფურ მუშაობაში.








.

Комментариев нет:

Отправить комментарий